ჯიჰად აზურის ვიზიტი
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი ჯიჰად აზური ეროვნულ ბანკს ესტუმრა. მას ქვეყნის მთავარმა ბანკირმა, კობა გვენეტაძემ ეროვნული ბანკის სათავო ოფისში უმასპინძლა.
საქართველოში ვიზიტად მყოფი ჯიჰად აზური, კობა გვენეტაძესთან ერთად, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებსაც შეხვდა.