კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე ბრძანება N100/04-ში ცვლილებების პროექტი საკონსულტაციოდ და დაინტერესებული მხარეებისგან უკუკავშირის მიღების მიზნით, გამოქვეყნებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.
შემოთავაზებების და კითხვების გამოგზავნა წინამდებარე დანართი 2-ის მიხედვით შესაძლებელია ელ-ფოსტაზე - corporategovernance@nbg.gov.ge, მიმდინარე წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით. მოსაზრების წარდგენა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკი განიხილავს და უპასუხებს მხოლოდ ზემოაღნიშნული დანართის ფორმით მოწოდებულ არგუმენტირებულ კომენტარებსა და მოსაზრებებს.