პილარ 3-ის დებულების ცვლილება

კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების  წესის  (ბრძანება 92/04) ცვლილებების პროექტი საკონსულტაციოდ და დაინტერესებული მხარეებისგან უკუკავშირის მიღების მიზნით, გამოქვეყნებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.

 

შემოთავაზებების და კითხვების გამოგზავნა შესაბამისი დანართის მიხედვით შესაძლებელია ელ-ფოსტაზე - corporategovernance@nbg.gov.ge, მიმდინარე წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით. მოსაზრების წარდგენა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკი განიხილავს და უპასუხებს მხოლოდ ზემოაღნიშნული დანართის ფორმით მოწოდებულ არგუმენტირებულ კომენტარებსა და მოსაზრებებს.