ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შპს „TETIS TRUST“-ის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 416295299) მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრება

    განხორციელდა ვალუტის გადამცვლელ პუნქტ შპს „TETIS TRUST“-ის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 416295299) დაჯარიმება ჯამში 15,000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით, კერძოდ:

    „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კლიენტის საქმიანობის არსის დაუდგენლობის 1 (ერთი) შემთხვევა, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 05 თებერვლის №17/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ (შემდგომში - „ჯარიმის წესი“) მე–3 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებაში. სულ 2 000 (ორი ათასი) ლარი;

    „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა. კერძოდ, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შიდა ინსტრუქცია/პოლიტიკის დოკუმენტი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით და საქართველოს ეროვნული ბანკის სახელმძღვანელოებით დადგენილ წესებს, ასევე ეყრდნობა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ თავდაპირველად გამოცემულ ნორმატიულ აქტს. შესაბამისად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ წარმოდგენილი შიდა ინსტრუქცია/პოლიტიკა პროცედურა ხასიათდება მნიშვნელოვანი ხარვეზებით, რაც ჯარიმის წესის მე–3 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად ითვალისწინებს დაჯარიმებას 3,000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;

    „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-6 პუნქტი გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა. ვალუტის გადამცვლელ პუნქტში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისთვის დანერგილი პროგრამული (ელექტრონული) სისტემა მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირებს. კერძოდ, ვერ უზრუნველყოფს უჩვეულო, ურთიერთდაკავშირებული გარიგებების და ურთიერთდაკავშირებული პირების გამოვლენასა და პირების გადამოწმებას სანქცია დაკისრებულ და პოლიტიკურად აქტიურ პირთა სიებში, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 10,000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.