ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შპს „მაჰდის“-თვის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405347940) დაკისრებული ფულადი ჯარიმა
განხორციელდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შპს „მაჰდის“ დაჯარიმება ჯამში 145,000 (ას ორმოცდახუთი ათასი) ლარის ოდენობით. ოდენობით, კერძოდ:
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის №37/04 ბრძანებით - დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-7 მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად და აგრეთვე „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანების მე-4 მუხლის თანახმად, ანგარიშვალდებულმა პირმა, რომელიც საქმიანობას დაიწყებს ამ ბრძანების ამოქმედების შემდგომ, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უნდა წარუდგინოს აღრიცხვის შევსებული ფორმა საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 დღისა. ვალუტის გადამცვლელი პუნქტი საქართველოს ეროვნულ ბანკში დარეგისტრირდა 2020 წლის 15 იანვარს. მიუხედავად აღნიშნული ვალდებულებისა, ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა პირველადი აღრიცხვის ფორმა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში წარადგინა დაგვიანებით, 2020 წლის 3 თებერვალს, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 07 თებერვლის №25/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე–5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ითვალისწინებს დაჯარიმებას 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
პირისთვის იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის გარეშე მომსახურების გაწევის 127 (ას ოცდაშვიდი) შემთხვევა, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №17/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე–3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ 127,000 (ას ოცდაშვიდი ათასი) ლარი;
2 (ორი) კლიენტთან მიმართებაში ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად არ განხორციელებულა ქონების (ფულადი სახსრების) წარმომავლობის შესწავლა, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №17/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე–3 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 3,000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებაში. სულ 6,000 (ექვსი ათასი) ლარი;
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-6 პუნქტი გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა. ვალუტის გადამცვლელ პუნქტში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისთვის დანერგილი პროგრამული (ელექტრონული) სისტემა მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირებს. კერძოდ, ვერ უზრუნველყოფს საეჭვო/უჩვეულო გარიგებების გამოვლენას, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 10,000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით;