ვალუტის გადამცვლელი პუნქტის, შპს „ლუქს კარადენიზ ბათუმი“-სათვის (ს/ნ 445460581) ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე

    1. შემოწმების შედეგად გამოვლინდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ კლიენტის ან/და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობის 1 (ერთი) ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 05 თებერვლის N17/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი დირექტორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი“-ს (წესის 2021 წლის 06 აპრილის შემდგომ მოქმედი რედაქციის გათვალისწინებით) მე–3 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ითვალისწინებს დაჯარიმებას 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით თითოეულ ფაქტზე, სულ 7 000 (შვიდი ათასი) ლარი.

     

    ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვალუტის გადამცვლელ პუნქტს დაეკისრა ჯარიმა ჯამში 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით.