ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შპს „გრანდ მონეტა საქართველო“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 412776116) მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრება

    განხორციელდა ვალუტის გადამცვლელ პუნქტ შპს „გრანდ მონეტა საქართველო“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 412776116) დაჯარიმება ჯამში 13,000 (ცამეტი ათასი) ლარის ოდენობით, კერძოდ:

    „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა, საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში, სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უნდა წარუდგინოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული ვალუტის გადამცვლელი პუნქტების აღრიცხვის ფორმა. ვალუტის გადამცვლელ პუნქტად საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაცია განხორციელდა 2023 წლის 03 ოქტომბერს. მიუხედავად აღნიშნული ვალდებულებისა, ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა პირველადი აღრიცხვის ფორმა ფინანსური მონიტორინგის სამსახურში წარადგინა დაგვიანებით, 2024 წლის 18 აპრილს, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №17/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ (შემდგომში - „ჯარიმის წესი“) მე–3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 3,000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;

    ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 05 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგებით ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ხელთ არსებული ინფორმაციის არასწორად წარდგენის 1 (ერთი) ფაქტი, რაც ჯარიმის წესის მე–3 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე, სულ 2 000 (ორი ათასი) ლარი;

    „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კლიენტის საქმიანობის არსის დაუდგენლობის 4 (ოთხი) შემთხვევა, რაც ჯარიმის წესის მე–3 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებაში. სულ 8 000 (რვა ათასი) ლარი.