ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ი.მ „გოჩა ბოლქვაძი“-ს (ს/ნ: 61004043915) დაკისრებული ფულადი ჯარიმა

    განხორციელდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ი.მ „გოჩა ბოლქვაძი“-ს დაჯარიმება 13,000 (ცამეტი ათასი) ლარის ოდენობით.

    „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა. კერძოდ, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვერ უზრუნველყოფს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას. ვალუტის გადამცვლელ პუნქტს შემუშავებული არ აქვს შიდა ინსტრუქცია, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 05 თებერვლის №17/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი დირექტორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი“-ს მე–3 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის (წესის 2021 წლის 06 აპრილის შემდგომ მოქმედი რედაქციის გათვალისწინებით) შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 3,000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

    შემოწმების შედეგად გამოვლინდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ კლიენტის ან/და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობის 1 (ერთი) ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 05 თებერვლის N17/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი დირექტორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი“-ს (წესის 2021 წლის 06 აპრილის შემდგომ მოქმედი რედაქციის გათვალისწინებით) მე–3 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ითვალისწინებს დაჯარიმებას 7,000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით თითოეულ ფაქტზე, სულ 7,000 (შვიდი ათასი) ლარი;

    შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ ვალუტის გადამცვლელ პუნქტს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში პირველადი აღრიცხვის ფორმა არ ჰქონდა წარდგენილი დადგენილ ვადებში. „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 ივნისის №1 ბრძანებით გათვალისწინებული პირველადი აღრიცხვის ფორმის წარმოუდგენლობა, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №17/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ (წესის 2021 წლის 06 აპრილის შემდგომ მოქმედი რედაქციის გათვალისწინებით) მე–3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 3,000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;