სესხის გამცემი სუბიექტის შპს "ემას კრედიტი" - სათვის (ს/ნ: 431946415) დაკისრებული ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე

    განხორციელდა სესხის გამცემი სუბიექტის "ემას კრედიტი" - ს დაჯარიმება 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, კერძოდ:

    სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის "ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ" №1 ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აღრიცხვის შევსებული ფორმის დაგვიანებით წარდგენის გამო,  რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი“-ს მე-21 მუხლის, მე-2 პუნქტის, „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ითვალისწინებს დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.