საინვესტიციო ფონდი შპს „გაზელ ფაინენს ჯორჯია“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404540001) დაჯარიმების თაობაზე
საინვესტიციო ფონდის მიერ ერთი კლიენტისთვის რისკის მინიჭება განხორციელდა ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შესაბამისი რისკ-ფაქტორების გათვალისწინების გარეშე. რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 29 ივნისის №70/04 ბრძანებით დამტკიცებული „საინვესტიციო ფონდებისა და მისი მმართველი ორგანოს წევრების მიმართ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის, ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ პირთან მიმართებაში. სულ 1,000 (ათასი) ლარი.
საინვესტიციო ფონდი შპს „გაზელ ფაინენს ჯორჯია“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404540001) დაეკისრა ფულადი ჯარიმა ჯამში 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით.