მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს "მისო ინტელექსპრესი"-სთვის (ს/ნ 202353176) ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე
1. სს "მისო ინტელექსპრესს", "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლითა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №7 ბრძანებით დამტკიცებული "მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ" დებულების მე-6 და 61 მუხლებით განსაზღვრული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცედურებით გათვალისწინებული შესაბამისი ზომების განხორციელების გარეშე 6 (ექვსი) კლიენტისთვის მომსახურების გაწევის გამო, დაეკისროს ფულადი ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ პირთან მიმართებით, საერთო თანხით - 60 000 (სამოცი ათასი) ლარის ოდენობით.
2. სს "მისო ინტელექსპრესს", შემმოწმებელთა ჯგუფისათვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის 1 (ერთი) ფაქტის გამო დაეკისროს ფულადი ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.
3. სს "მისო ინტელექსპრესს", "მიკროსაფინანსო ორგანიზაციების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 31 მაისის №61/04 ბრძანებით გათვალისწინებული ანგარიშგებებით საქართველოს ეროვნული ბანკისათვის შესამოწმებელ პერიოდში არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის 7 (შვიდი) შემთხვევის გამო, დაეკისროს ფულადი ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე, საერთო თანხით - 7 000 (შვიდი ათასი) ლარი.
4. სს "მისო ინტელექსპრესს", "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლით და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №7 ბრძანებით დამტკიცებული "მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ" დებულების მე-4 მუხლით გათვალისწინებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, დაეკისროს ფულადი ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
სს "მისო ინტელექსპრესს" დაეკისროს ფულადი ჯარიმა საერთო თანხით 73 000 (სამოცდაცამეტი ათასი) ლარის ოდენობით.