განხორციელდა საგადახდო მომსახურების პროვაიდერის შპს „ბიქეიენ301 ჯორჯია“ (ს/ნ 405545227) დაჯარიმება 20,000 ლარის ოდენობით

    განხორციელდა საგადახდო მომსახურების პროვაიდერის შპს „ბიქეიენ301 ჯორჯია“ (ს/ნ 405545227) დაჯარიმება 20,000 ლარის ოდენობით. კერძოდ:

    3 (სამ) შემთხვევაში პროვაიდერის მხრიდან განხორციელდა შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად/ვადის გადაცილებით წარმოდგენა, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის  13 ივნისის №87/04 ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ 21 მუხლის მე-3 პუნქტის "ჟ" ქვეპუნქტის შესაბამისად ექვემდებარება დაჯარიმებას 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, შეთანხმების თითოეული პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის ვადაგადაცილებით ან არასწორად წარმოდგენის შემთხვევაში. ჯამურად ჯარიმამ შეადგინა 9 000 (ცხრა ათას) ლარი;

    3 (სამ) შემთხვევაში, პროვაიდერის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 28 მარტის №43/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,საგადახდო მომსახურების პროვაიდერების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის“ და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 31 ივლისის №196/04 ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის“ შესაბამისად, წარმოდგენილი 2023 წლის პირველი ნახევარი წლის,  2023 წლის მეორე ნახევარი წლის  და 2024 წლის პირველი ნახევარი წლის ანგარიშგებები შეიცავდა არაზუსტ ინფორმაციას, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის  13 ივნისის №87/04 ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ 21 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ექვემდებარება დაჯარიმებას 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე, ჯამში 3 000 (სამი ათასი) ლარი;

    1 (ერთ) კლიენტთან მიმართებით დარღვეულია პროვაიდერის შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამისი რისკის მინიჭების მოთხოვნები, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 13 ივნისის №87/04 ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ 21 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ექვემდებარება დაჯარიმებას 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ჯამში 3 000 (სამი ათასი) ლარი;

    1 (ერთ) კლიენტთან მიმართებით დარღვეულია ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით ან/და მე-4 მუხლის პირველი პუნქტი, საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დადგენილ ვადებში წარუდგენლობა, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 13 ივნისის №87/04 ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ 21 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ექვემდებარება დაჯარიმებას 5 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ჯამში 5 000 (სამი ათასი) ლარი.