სესხის გამცემი სუბიექტების ფულადი ჯარიმა
"სესხის გამცემი სუბიექტების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 9 ოქტომბრის №183/04-ის ბრძანებით დამტკიცებული წესის თანახმად, სესხის გამცემ სუბიექტებს ევალებათ საქართველოს ეროვნულ ბანკში წარმოადგინონ სესხის გამცემი სუბიექტების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგება.
21 (ოცდა ერთი) სესხის გამცემი სუბიექტის შემთხვევაში, დაფიქსირდა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის 2021 წლის მეორე ნახევარი წლის ანგარიშგების ეროვნული ბანკისთვის დადგენილი ვადის გასვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენლობის ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ითვალისწინებს სესხის გამცემი სუბიექტის დაჯარიმებას - 5 000(ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
დაჯარიმდნენ შემდეგი სუბიექტები: შპს „20/20 გეორგია“ (ს/ნ: 221286454); შპს „აისი 2012“ (ს/ნ: 431167505); შპს „DGT“ (ს/ნ 401949549); შპს „ბონი 1960“ (ს/ნ 400076369); ი/მ „ქეთო ვასაძე“ (ს/ნ 37001047009); შპს „ვეგა“ (ს/ნ 405172646); შპს „მონი რეით“ (ს/ნ 400196266); ი/მ „ანზორ ჩხაიძე“ (ს/ნ 26001015720); შპს „ბაგირა“ (ს/ნ 245590855); შპს „აისი“ (ს/ნ 445550635); შპს „კრედიტი“ (ს/ნ 445548088); შპს „დავითი 2019“ (ს/ნ 446975104); შპს „კრედიტ ექსპერტ ჯორჯია“ (ს/ნ 404504719); შპს „კრედიტ ჰაუსი“ (ს/ნ 412743697); შპს „საქართველოს აღსრულების სამსახური“ (ს/ნ 404566368); შპს „ჯი-თი კრედიტი“ (ს/ნ 412717083); შპს ლომბარდი-XXI (ს/ნ 222937311); ი/მ „ხათუნა მიქელაშვილი“ (ს/ნ 57001019186); შპს „კრედიტ +“ (ს/ნ 405342847); შპს „პროფაინანსი“ (ს/ნ 402028514); შპს ექსპრეს კრედიტი 2020” (ს/ნ 402159953).
სულ ჯარიმის მოცულობამ 105 000(ას ხუთი ათასი) ლარი შეადგინა.