სესხის გამცემი სუბიექტი ი/მ "ნინო პაპოშვილი ჩიპ მანი" - სთვის (ს/ნ: 54001059006) დაკისრებული ფულადი ჯარიმა
განხორციელდა სესხის გამცემი სუბიექტის ი/მ "ნინო პაპოშვილი ჩიპ მანი" - ს დაჯარიმება 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, კერძოდ:
სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება №1-ის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აღრიცხვის შევსებული ფორმის დაგვიანებით წარდგენის გამო, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული “სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი“-ს 21 მუხლის, მე-2 პუნქტის, „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.