საგადახდო მომსახურების პროვაიდერისათვის შპს "ოლ ფეი ვეი"-ისათვის (ს/ნ 400147211) დაკისრებული ფულადი ჯარიმა.

    განხორციელდა საგადახდო მომსახურების შპს “ოლ ფეი ვეი”-ის (ს/ნ 400147211) დაჯარიმება 9,000 (ცხრა ათასი) ლარის ოდენობით, კერძოდ:

    1. შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორად წარმოდგენის 1 (ერთი) შემთხვევის გამო;
    2. 1 (ერთი) შემთხვევაში დაირღვა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონის IV თავის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი (ხელმძღვანელობისგან მიიღოს საქმიანი ურთიერთობის დამყარების ან გაგრძელების ნებართვა);
    3. 1 (ერთი) კლიენტთან მიმართებით „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის შეფასების სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 7 მაისის N82/04 ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის გამო (არ განახორციელა ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით ან/და პროვაიდერის შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამი რისკფაქტორების გათვალისწინებით რისკის მინიჭება);