შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯორჯიან ინტერნეიშენალ მისო"-სათვის (ს/ნ 401985107) ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე

    1. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმების პროცესში საქართველოს ეროვნული ბანკისათვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის 2 (ორი) შემთხვევა (06.02.2020-19.03.2021 პერიოდში), რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №16/04 ბრძანებით დამტკიცებული "მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესი"-ს მე–2 მუხლის მე-2 პუნქტის "რ" ქვე-პუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, თითოეულ ფაქტზე, სულ - 2 000 ლარი.

    2. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებებით საქართველოს ეროვნული ბანკისათვის შესამოწმებელ პერიოდში არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის 9 (ცხრა) შემთხვევა, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №25/04 ბრძანებით დამტკიცებული "მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი"-ს მე–2 მუხლის მე-2 პუნქტის "ს" ქვე-პუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, თითოეულ ფაქტზე, სულ - 9 000 ლარი.

    3. მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ შესამოწმებელ პერიოდში ვერ უზრუნველყო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულება, ასევე პროცედურებისა და წესების მიღება და დაცვა, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 07 თებერვლის N25/04 "მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი"-ს მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის "რ" ქვე-პუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს ჯარიმას - 5 000 ლარი.

    4. მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში გამოვლინდა ინფორმაციის (დოკუმენტის) აღრიცხვისა და შენახვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის 1 (ერთი შემთხვევა) (09/02/2012-05/10/2016 პერიოდში), რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 07 თებერვლის N25/04 "მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი"-ს მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის "ი" ქვე-პუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს ჯარიმას - 300 ლარი.

    5. მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში გამოვლინდა ინფორმაციის (დოკუმენტის) აღრიცხვისა და შენახვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის 3 (სამი შემთხვევა) (13/06/2017-27/06/2018 პერიოდში), რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 07 თებერვლის N25/04 "მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი"-ს მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის "ლ" ქვე-პუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, თითოეულ ფაქტზე, სულ - 1 500 ლარი.

    შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯორჯიან ინტერნეიშენალ მისო"-ს (ს/ნ: 401985107) დაეკისრა ფულადი ჯარიმა საერთო ოდენობით 17 800 (ჩვიდმეტი ათას რვაასი) ლარი.