სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი+"-სათვის (ს/ნ 202950226) ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე

    1. შემოწმების პერიოდში დაფიქსირდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ შემმოწმებელთა ჯგუფისათვის არასწორი  ინფორმაციის წარდგენის 5 (ხუთი) ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №16/04 ბრძანებით დამტკიცებული "მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე"-ს მე–2 მუხლის მე-2 პუნქტის "რ" ქვე-პუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 1 000 ლარის ოდენობით, თითოეულ ფაქტზე. სულ - 5 000 ლარი.
    2. შემოწმების პერიოდში, გამოვლინდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებებით საქართველოს ეროვნული ბანკისათვის არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის 9 (ცხრა) შემთხვევა, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №25/04 ბრძანებით დამტკიცებული "მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი"-ს მე–2 მუხლის მე-2 პუნქტის "ს" ქვე-პუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 1 000 ლარის ოდენობით, თითოეულ ფაქტზე. სულ - 9 000 ლარი.
    3. შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და მისი ადმინისტრატორი, ვერ უზრუნველყოფს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების სრულფასოვან შესრულებას, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №25/04 ბრძანებით დამტკიცებული "მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი"-ს მე–2 მუხლის მე-2 პუნქტის "რ" ქვე-პუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 5 000 ლარის ოდენობით.

    აღნიშნულიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი დარღვევების გათვალისწინებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის კანონით განსაზღვრულმა საჯარიმო თანხამ შეადგინა ჯამში 19 000 (ცხრამეტი ათასი) ლარი.