მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მაიკრო ფინი“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405072040) დაკისრებული ფულადი ჯარიმა
შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ ორ კლიენტთან მიმართებით არ განახორციელა კანონმდებლობის შესაბამისად გარიგების ან/და ქონების (ფულადი სახსრების) წარმომავლობის შესწავლა, რაც „მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №16/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას - 3,000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით თითოეულ კლიენტთან მიმართებაში. ხსენებული დარღვევის ორი შემთხვევისათვის, სულ - 6,000 (ექვსი ათასი) ლარი;
საერთო ჯამში სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მაიკრო ფინი“ დაჯარიმდა - 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდი იყენებს Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესების, და უკეთესი ნავიგაციის მიზნით.
თუ აგრძელებთ ჩვენი საიტის გამოყენებას, ამით თანხმობას აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე.