მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „მისო მონეტა ექსპრესი” (საიდენტიფიკაციო ნომერი: 212912730) ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესი“-ს მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის/გარიგების შესახებ ინფორმაციის სსიპ „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის“ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელთ არსებული ინფორმაციის არასწორად წარდგენის 5 (ხუთი) ფაქტი, რაც ჯარიმის წესის მე–3 მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ამ პუნქტში ნახსენები დარღვევის 5 (ხუთი) შემთხვევისათვის - სულ - 10,000 (ათი ათასი) ლარი.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციას დაეკისრა ფულადი ჯარიმა ჯამში 10,000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.