კომერციული ბანკი ს.ს. "ტერაბანკი" - სთვის (ს/ნ 204546045) დაკისრებული ფულადი ჯარიმა

    განხორციელდა კომერციული ბანკის ს.ს. "ტერაბანკი"- ს (ს/ნ 204546045) დაჯარიმება 41,000 (ორმოცდაერთი ათასი) ლარის ოდენობით, კერძოდ:

     

    1. შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორად წარმოდგენის 4 (ოთხი) შემთხვევის გამო;
    2. „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნების დარღვევის გამო 1 კლიენტთან მიმართებით (კანონმდებლობის შესაბამისად არ განახორციელა ქონების ან/და ფულადი სახსრების წარმომავლობის შესწავლა);
    3. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 12 იანვრის N4/04 ბრძანებით დამტკიცებული „პრევენციული ღონისძიებების განხორციელების შესახებ სახელმძღვანელოს“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნების დარღვევის გამო 1 კლიენტთან მიმართებით (კანონმდებლობის შესაბამისად არ განახორციელა ინფორმაციის განახლება);
    4. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის შეფასების სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 7 მაისის N82/04 ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნები, კერძოდ აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის მე-2 მუხლის, ამავე ბრძანებით დამტკიცებული სახელმძღვანელოს მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების დარღვევის გამო 2 კლიენტთან მიმართებით (არ განახორციელა ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით ან/და კომერციული ბანკის შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამი რისკფაქტორების გათვალისწინებით რისკის მინიჭება);
    5. 1 (ერთ) შემთხვევაში ბანკის მხრიდან განხორციელდა „კომერციული ბანკების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 4 დეკემბრის N162/04 ბრძანებით განსაზღვრული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებით (კერძოდ 2020 წლის მეორე ნახევრისა და 2021 წლის პირველი ნახევრის ანგარიშგება) საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენა.