კომერციული ბანკი ს.ს. "პროკრედიტ ბანკი" - სთვის (ს/ნ 204851197) დაკისრებული ფულადი ჯარიმა

    განხორციელდა კომერციული ბანკის ს.ს. "პროკრედიტ ბანკი"- ს (ს/ნ 204851197) დაჯარიმება 25,000 (ოცდახუთი ათასი) ლარის ოდენობით, კერძოდ:

     

    1. შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორად წარმოდგენის 2 (ორი) შემთხვევის გამო;
    2. „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნების დარღვევის გამო 2 კლიენტთან მიმართებით (კანონმდებლობის შესაბამისად არ განახორციელა ქონების ან/და ფულადი სახსრების წარმომავლობის შესწავლა);
    3. 2 (ორ) შემთხვევაში ბანკის მხრიდან განხორციელდა „კომერციული ბანკების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 4 დეკემბრის N162/04 ბრძანებით განსაზღვრული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებით (კერძოდ 2020 წლის მეორე ნახევრისა და 2021 წლის პირველი ნახევრის ანგარიშგება) საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენა;
    4. 3 (სამ) შემთხვევაში დარღვეულია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნა, ხოლო 3 (სამ) შემთხვევაში დარღვეულია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ დებულების“ მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნა (ინფორმაციის დაგვიანებით წარდგენა).