კომერციული ბანკი ს.ს. "თიბისი ბანკი" - სთვის (ს/ნ 204854595) დაკისრებული ფულადი ჯარიმა

    განხორციელდა კომერციული ბანკის ს.ს. "თიბისი ბანკი"- ს (ს/ნ 204854595) დაჯარიმება 928,000 (ცხრაას ოცდარვა ათასი) ლარის ოდენობით, კერძოდ:
    1. შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორად წარმოდგენის 4 (ოთხი) შემთხვევის გამო;
    2. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის“ მე-6 მუხლითა და "კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევის გამო 1 (ერთი) კლიენტთან მიმართებით (დარღვეულია კლიენტის იდენტიფიკაციის წესი);
    3. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის“ მე-6 მუხლითა და "კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 და 61 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის გამო 1 (ერთი) კლიენტთან მიმართებით (მაღალი რისკის კლიენტის მიმართ დარღვეულია კლიენტის იდენტიფიკაციის წესი).