კომერციული ბანკის ს.ს. „პაშა ბანკი საქართველო“-სთვის (ს/ნ 404433671) დაკისრებული ფულადი ჯარიმა
განხორციელდა კომერციული ბანკის ს.ს. „პაშა ბანკი საქართველო“-ს (ს/ნ 404433671) დაჯარიმება 38 000 (ოცდათვრამეტი ათასი) ლარის ოდენობით. კერძოდ:
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის შეფასების სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 7 მაისის N82/04 ბრძანების (შემდგომში - „ბრძანება“) მე-3 მუხლით განსაზღვრულ ვადაში (2020 წლის 1 იანვრამდე) და კომერციული ბანკის მიერ დანერგილი შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამისი რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით 3 (სამი) კლიენტისთვის რისკის არ გადაფასების გამო. აგრეთვე, აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად 2 (ორი) კლიენტის შემთხვევაში რისკის არ გადაფასების გამო.
შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენის 2 (ორი) შემთხვევის გამო;
„კომერციული ბანკების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 4 დეკემბრის N162/04 ბრძანებით განსაზღვრული ანგარიშგებით საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის 3 (სამი) შემთხვევის გამო.