კომერციული ბანკის ს.ს. "ლიბერთი ბანკი" - სთვის (ს/ნ 203828304) დაკისრებული ფულადი ჯარიმა

    განხორციელდა კომერციული ბანკის ს.ს. "ლიბერთი ბანკი"- ს (ს/ნ 203828304) დაჯარიმება 149 500 (ას ორმოცდაცხრა ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. კერძოდ:

     

    1. "კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული დებულების (შემდგომში - "დებულება") 61 მუხლის პირველი პუნქტის "ვ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევის 5 (ხუთი) შემთხვევის გამო (გაძლიერებული იდენტიფიკაციისას პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ნებართვის ხელმძღვანელობისგან მიუღებლობა);
    2. "ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის "ე" ქვეპუნქტით და დებულების მე-6 მუხლის 21-ე პუნქტის "გ" ქვეპუნქტით და 61 მუხლის პირველი პუნქტის "დ" ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის გამო 3 კლიენტთან მიმართებით (ბანკის მიერ დაირღვა კლიენტის ქონების (ფულადი სახსრების) წარმომავლობის დადგენის მოთხოვნა);
    3. კლიენტისთვის რისკის მინიჭების/გადახედვის გამო საქართველოს კანონმდებლობის, "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის შეფასების სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის N82/04 ბრძანებითა და კომერციული ბანკის შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამისი რისკ-ფაქტორების გათვალისწინების გარეშე;
    4. შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ვადის გადაცილებით წარმოდგენის 2 (ორი) შემთხვევის და შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორად წარმოდგენის 7 (შვიდი) შემთხვევის გამო;
    5. შემოწმების პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის შემმოწმებელთა ჯგუფისათვის ხელის შეშლის გამო, რამაც გამოიწვია შემოწმების განხორციელების შეფერხება (აღნიშნული გამოწვეული იყო ინფორმაცია/დოკუმენტაციის ვადაგადაცილებით და არასწორად მოწოდების ფაქტების გამო, რამაც განაპირობა ცალკეული კლიენტების/ანგარიშის არმქონე პირების შესახებ მცდარი/არასრული მონაცემების მიღება);
    6. "კომერციული ბანკების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 4 დეკემბრის N162/04 ბრძანებით განსაზღვრული ანგარიშგებით (ერთი ანგარიშგება) საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის გამო;
    7. "ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-6 პუნქტით და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის N1 ბრძანებით დამტკიცებული "ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის" მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევის გამო;
    8. 2018 წლის იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში დებულების მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის "ა" ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევის 123 (ას ოცდასამი) შემთხვევის გამო (ზღვარს ზემოთ შესრულებული ოპერაციის (გარიგების) ან მისი დანაწევრების მიზნით განხორციელებული საბანკო ოპერაციათა (გარიგებათა) ერთობლიობის შესახებ ანგარიშგების ფორმების საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის დაგვიანებით მიწოდება).