კომერციული ბანკის ს.ს. "ზირაათ ბანკი საქართველო"-სთვის (ს/ნ 404534170) დაკისრებული ფულადი ჯარიმა

    კომერციული ბანკი ს.ს. "ზირაათ ბანკი საქართველო" (ს/ნ 404534170) დაჯარიმდა 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარის ოდენობით. კერძოდ:

    1. 1 (ერთ) კლიენტთან მიმართებით „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნის დარღვევის გამო (კანონმდებლობის შესაბამისად არ განახორციელა ქონების ან/და ფულადი სახსრების წარმომავლობის შესწავლა);
    2. "ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-6 პუნქტით და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის N1 ბრძანებით დამტკიცებული "ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის" მე-3 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის გამო.