კომერციული ბანკის ს.ს. "ზირაათ ბანკი საქართველო"-სთვის (ს/ნ 404534170) დაკისრებული ფულადი ჯარიმა

    განხორციელდა კომერციული ბანკის ს.ს. "ზირაათ ბანკი საქართველო"-ს (ს/ნ 404534170) დაჯარიმება 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით. კერძოდ:

     

    "ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-6 პუნქტით და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის N1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-4 მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევის გამო.