კომერციული ბანკის სს "სილქ როუდ ბანკი"-სთვის (ს/ნ 201955027) დაკისრებული ფულადი ჯარიმა
განხორციელდა კომერციული ბანკი სს "სილქ როუდ ბანკი"-ს (ს/ნ 201955027) დაჯარიმება 29 500 (ოცდაცხრა ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. კერძოდ:
შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორად წარმოდგენის 1 (ერთი) შემთხვევის გამო;
ეროვნული ბანკის მიერ ადგილზე შემოწმების შედეგად კომერციული ბანკისათვის წერილობით განსაზღვრული მოთხოვნების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის 1 (ერთი) შემთხვევის გამო;
„კომერციული ბანკების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 4 დეკემბრის N162/04 ბრძანებით განსაზღვრული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებით საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის 4 (ოთხი) შემთხვევის გამო;
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ დებულების“ მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევის 21 (ოცდაერთი) შემთხვევის გამო;