კომერციული ბანკის სს „საქართველოს ბანკი“-სთვის (ს/კ 204378869) დაკისრებული ფულადი ჯარიმა

    განხორციელდა კომერციული ბანკი სს „საქართველოს ბანკი“-ს (ს/კ 204378869) დაჯარიმება 95 000 (ოთხმოცდათხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით. კერძოდ:

    1. შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორად წარმოდგენის 1 (ერთი) შემთხვევის გამო;
    2. 14 (თოთხმეტი) კლიენტთან მიმართებით დარღვეულია „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის და/ან მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები (არ განახორციელა კანონმდებლობისა და შიდა პოლიტიკა/პროცედურების შესაბამისად საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგი, გარიგების, საქმიანობის, ქონების ან/და ფულადი სახსრების წარმომავლობის შესწავლა);
    3. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის შეფასების სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 7 მაისის N82/04 ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის მე-2 მუხლის მოთხოვნების 2 (ორი) კლიენტთან მიმართებით დარღვევის გამო (არ განახორციელა ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით ან/და კომერციული ბანკის შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამისი რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით რისკის მინიჭება);
    4. 1 (ერთი) კლიენტთან მიმართებით „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის, 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის N1 ბრძანებით დამტკიცებული "ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის" მე-3 მუხლის მესამე პუნქტით და მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევის გამო.