ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ი/მ „ეთერი ჩოჩიშვილი“ (31001007045) დაკისრებული ფულადი ჯარიმა
ვალუტის გადამცვლელ პუნქტს პროგრამულ უზრუნველყოფაში საერთოდ არ ჰქონდა აღრიცხული ერთი კლიენტის მიერ შესრულებული ოპერაცია, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესი“-ს მე-11 მუხლის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №2 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესი“-ს მე-16 მუხლის და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის №37/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესი“-ს მე-7 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების მოთხოვნების შესაბამისად. რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 05 თებერვლის N17/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი დირექტორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი“-ს მე–3 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის (წესის 2021 წლის 05 აპრილის შემდგომ მოქმედი რედაქციის გათვალისწინებით) შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით;
ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ შემუშავებული შიდა პოლიტიკა/პროცედურები ვერ აკმაყოფილებს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 05 თებერვლის N17/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი დირექტორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი“-ს მე–3 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის (წესის 2021 წლის 05 აპრილის შემდგომ მოქმედი რედაქციის გათვალისწინებით) შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;