ვალუტის გადამცვლელი პუნქტის, შპს "ვალუტა პლიუსი"-სათვის (ს/ნ 445480426) ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე

    ვალუტის გადამცვლელი პუნქტის, შპს "ვალუტა პლიუსი"-სათვის (ს/ნ 445480426) ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე

    „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა. კერძოდ, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვერ უზრუნველყოფს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას. ვალუტის გადამცვლელ პუნქტს შემუშავებული არ აქვს შიდა ინსტრუქცია, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 05 თებერვლის №17/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი დირექტორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი“-ს მე–3 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის (წესის 2021 წლის 06 აპრილის შემდგომ მოქმედი რედაქციის გათვალისწინებით) შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

    ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვალუტის გადამცვლელ პუნქტს დაეკისრა ჯარიმა ჯამში 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.