ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ი/მ „ნინო ალექსიშვილი-ნინი“-ს (ს/ნ: 08001009023) ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე

შემოწმების შედეგად გამოვლინდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ კლიენტის ან/და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობის 3 (სამი) ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 05 თებერვლის №17/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი დირექტორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი“-ს მე–3 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ითვალისწინებს დაჯარიმებას 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით თითოეულ ფაქტზე. ხოლო, ხსენებული დარღვევის 3 (სამი) შემთხვევისათვის, სულ - 21,000 (ოცდაერთი ათასი) ლარი.

საერთო ჯამში ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ი/მ „ნინო ალექსიშვილი-ნინი“ დაჯარიმდა - 21,000 (ოცდაერთი ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდი იყენებს Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესების, და უკეთესი ნავიგაციის მიზნით.

თუ აგრძელებთ ჩვენი საიტის გამოყენებას, ამით თანხმობას აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე.

Cookie-ფაილების წესები და პირობები

წარმატებით განახლდა