კვლევითი ნაშრომები

    ღია ბანკინგი ელექტრონულ კომერციაში: ახალი შესაძლებლობები და განვითარების პერსპექტივა

    ანა დვალაძე, ვასილ შენგელია, ვარლამ ებანოიძე,

    საკვანძო სიტყვა:ღია ბანკინგი, ელექტრონული კომერცია, გადახდის ინიციირება
    სერიის ნომერი:
    თარიღი:16 მარტი, 2026

    მიმდინარე ნაშრომში გაანალიზებულია ღია ბანკინგის როლი და განვითარების პერსპექტივები ელექტრონული კომერციის სექტორში, ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე. ტრადიციული საგადახდო სისტემების თანმდევი გამოწვევების მზარდი მაჩვენებლის ფონზე, დოკუმენტში მიმოხილულია ანგარიშიდან-ანგარიშზე გადახდების სტრატეგიული უპირატესობები. კვლევაში აქცენტი კეთდება გადახდის ინიციირების სერვისის (PIS) პოტენციალზე, რაც რადიკალურად აუმჯობესებს მომხმარებლის ციფრულ გამოცდილებას (UX) და, კლიენტის ძლიერი ავთენტიფიკაციის (SCA) სტანდარტებზე დაყრდნობით, უზრუნველყოფს ტრანზაქციების მაქსიმალურ უსაფრთხოებას.

    კვლევა ცხადყოფს, რომ საქართველოს ბაზარს გააჩნია მყარი ტექნოლოგიური ფუნდამენტი აღნიშნული ინოვაციების სრულფასოვნად ასათვისებლად, რასაც ღია ბანკინგის გადახდის ინიციირების ტრანზაქციების მზარდი დინამიკაც ადასტურებს. ნაშრომში ასევე გაანალიზებულია მყისიერი გადახდების ტექნოლოგიური სინერგია ღია ბანკინგთან, რაც მერჩანტების საოპერაციო ხარჯების ოპტიმიზაციის, მომენტალური ლიკვიდობისა და ფინანსური ინკლუზიურობის ზრდის პირდაპირი წინაპირობაა. კვლევა ყურადღებას ამახვილებს ახალი საგადახდო ეკოსისტემის ფორმირების კრიტიკულ მნიშვნელობაზე ქვეყნის ციფრული ეკონომიკის მდგრადი და ეფექტიანი განვითარებისთვის.

    ღია ბანკინგი ელექტრონულ კომერციაში