მიკრობანკების ანგარიშგებები

    ფინანსური სექტორის გამჭვირვალობა საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. გამჭვირვალობის მაღალი დონე ხელს უწყობს ინფორმაციის ასიმეტრიულობის შემცირებას, საფინანსო სექტორის მიმართ ნდობის ამაღლებას, მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვას. აღნიშნული მიზნის მისაღწევად საქართველოს ეროვნული ბანკი პერიოდულად ახორციელებს შესაბამის რეფორმებს.

    საფინანსო სექტორის გამჭვირვალობისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს  მიკრობანკების ინფორმაციის გამჭვირვალობა წარმოადგენს. ეროვნული ბანკის მოთხოვნების შესაბამისად, მიკრობანკებზე ხელმისაწვდომია როგორც  ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) შესაბამისად მომზადებული წლიური ანგარიშგებები, ასევე, პილარ 3-ის ანგარიშგებები, რომელიც მოიცავს ინფორმაციას მიკრობანკის წინაშე არსებული რისკების, საზედამხედველო კაპიტალის ელემენტების, კორპორაციული მართვისა და რისკების მართვის შესახებ.

    მირკობანკები საზედამხედველო ორგანოს უგზავნიან სხვადასხვა ტიპის ანგარიშგებას:

    • აუდიტირებული წლიური ფინანსური ანგარიშგებები
    • პილარ 3 ის წლიური ფორმები
    • პილარ 3 ის კვარტლური ფორმები
    • სხვა საზედამხედველო ფორმები




    საანგარიშგებო ფორმების შაბლონები

    პილარ 3 - კვარტალური ანგარიშგების შაბლონი
    პილარ 3 - წლიური ანგარიშგების შაბლონი