ლიცენზირების მოთხოვნები
მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მიღებით დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკს და წარუდგინოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ლიცენზირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები განსაზღვრულია შემდეგი სამართლებრივი აქტებით:
მიკრობანკის საზედამხედველო კაპიტალი განისაზღვრება 10 (ათი) მილიონი ლარის ოდენობით, ,,მიკრობანკებისათვის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის 2023 წლის 21 ივნისს №114/04 ბრძანების შესაბამისად.
შეფასების პროცესის ერთ-ერთი ძირითადი ასპექტია ლიცენზიის მაძიებლის ბიზნესგეგმის ადეკვატურობის, განხორციელებადობისა და საბანკო სექტორში მისი პოტენციური პოზიციის შეფასება.
ბიზნესგეგმა უნდა მოიცავდეს:
(წარმოსადგენი ინფორმაცია/დოკუმენტაციის დეტალური ჩამონათვალი იხილეთ მიკრობანკის საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლსა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისს N105/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,მიკრობანკების ლიცენზირების წესის“ მე-2 მუხლში).
სალიცენზიო განაცხადი უნდა მოიცავდეს მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტითა და ‘’მიკრობანკის საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაცია/დოკუმენტაციას მნიშვნელოვანი წილის მფლობელი როგორც აქციონერის, ისე შუალედური მფლობელისა და ბენეფიციარი მესაკუთრის თაობაზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში - 20 უმსხვილესი აქციონერის შესახებ საიდენტიფიკაციო ინფორმაციასა და მათ მფლობელობაში არსებული წილების/აქციების ოდენობისა და ტიპის შესახებ ინფორმაციას. (დეტალური ინფორმაცია შესაფერისობის მოთხოვნების შესახებ იხილეთ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისს N106/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,მიკრობანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ დებულებაში“, მიკრობანკის საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის III თავსა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისს N105/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,მიკრობანკების ლიცენზირების წესის“ მე-2 მუხლში).
ადმინისტარტორები (სამეთვალოყურეო საბჭოს წევრები, დირექტორები და სხვა პირები, რომლებსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ აქვთ მიკრობანკის საქმიანობების დაგეგმვის, მართვის ან/და კონტროლის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა) უნდა აკმაყოფილებდნენ როგორც ინდივიდუალური, ისე ერთობლივი შესაფერისობის მოთხოვნებს. (დეტალური ინფორმაცია შესაფერისობის მოთხოვნების შესახებ იხილეთ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №119/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,მიკრობანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ დებულებაში“, „მიკრობანკის საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის II თავსა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №105/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,მიკრობანკების ლიცენზირების წესის“ მე-2 მუხლში).
მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი პირის ჯგუფის სტრუქტურა, მფლობელობის სტრუქტურა, მმართველობის სტრუქტურა და საოპერაციო საქმიანობა/გარემო უნდა იყოს გამჭვირვალე, შეესაბამებოდეს სათანადო კორპორაციული მართვის სტანდარტებს, უზრუნველყოფდეს ეფექტიანი ინდივიდუალური ან კონსოლიდირებული ზედამხედველობის განხორციელების შესაძლებლობას და საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს მიკრობანკის ან/და ფინანსური სექტორის სტაბილურობასა და ჯანსაღ ფუნქციონირებას.
მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის ჯგუფის სტრუქტურის/მფლობელობის სტრუქტურის შესახებ ინფორმაციას (მონაცემებს), აგრეთვე მნიშვნელოვანი წილის მფლობელი როგორც აქციონერის, ისე შუალედური მფლობელისა და ბენეფიციარი მესაკუთრის ჩათვლით (წარმოსადგენი ინფორმაცია/დოკუმენტაციის დეტალური ჩამონათვალი იხილეთ „მიკრობანკის საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლსა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №105/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,მიკრობანკების ლიცენზირების წესის“ მე-2 მუხლში).
ეროვნული ბანკი აფასებს ლიცენზიის მაძიებლის მდგრადი ფუნქციონირების შესაძლებლობას, რისთვისაც სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს:
(წარმოსადგენი ინფორმაცია/დოკუმენტაციის დეტალური ჩამონათვალი იხილეთ „მიკრობანკის საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლსა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №105/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,მიკრობანკების ლიცენზირების წესის“ მე-2 მუხლში).
სალიცენზიო მოსაკრებელი წარმოადგენს 100 000 ლარს („სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველის კანონის შესაბამისად).
ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მიღების შესახებ წერილობითი მიმართვის მიღებამდე მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელთან გამართოს შესაბამისი კონსულტაციები, წინარე კონსულტაციების მიზანია დაინტერესებულ პირებს პროცესისა და დასაკმაყოფილებელი მოთხოვნების შესახებ სრულყოფილი აღქმა და სწორი მოლოდინები შეექმნათ.
ეროვნული ბანკი მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ დოკუმენტაციასა და ინფორმაციას განიხილავს სრულყოფილი წერილობითი მიმართვის მიღების შესახებ დასტურის გაცემიდან 6 თვის ვადაში. ეროვნული ბანკი აღნიშნული ინფორმაციის/დოკუმენტაციის განხილვის შედეგად, დაინტერესებულ პირს წერილობით აცნობებს ლიცენზიის გაცემაზე თანხმობას, ხოლო თუ ლიცენზიის მაძიებელი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სალიცენზიო მოთხოვნებს − დასაბუთებულ უარს.
მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად ეროვნული ბანკი შეისწავლის წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას, მათ შორის აფასებს მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის ბიზნესგეგმის ადეკვატურობასა და განხორციელებადობას, საბანკო სექტორში მის პოტენციურ პოზიციას და მისი მდგრადი ფუნქციონირების შესაძლებლობას.
ამასთან, მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განხილვის პერიოდში ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მოითხოვოს ნებისმიერი სხვა, დამატებითი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად კონკრეტულ შემთხვევაში.
(დეტალური ინფორმაცია მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით იხილეთ „მიკრობანკის საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლსა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №105/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,მიკრობანკების ლიცენზირების წესის“ მე-3 მუხლში).
მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზირებასთან დაკავშირებით შეკითხვების არსებობის შემთხვევაში დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ეროვნულ ბანკს შემდეგ ელ-ფოსტაზე მიმართონ: BankingLicense@nbg.gov.ge