სსფ მმართველი დირექტორის მოადგილის ტაო ჟენგის და ეკონომიკური გუნდის წარმომადგენელთა შეხვედრა
"ჩვენ დღეს ძალიან დეტალურად განვიხილეთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. მინდა აღვნიშნო, რომ პროგრამა რომელიც ჩვენ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მივიღეთ თავიდან ბოლომდე ეფუძნება ჩვენი ქვეყნის განვითარების 4-პუნქტიან გეგმას, იმ რეფორმებს რომელიც ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდში განვაცხადეთ და იმ დაპირებებს, რომელიც ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდში გვქონდა და რომლის იმპლემენტაცია საქართველოს განვითარებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. კვლავ დავადასტურებ, საერთაშორისო სავალუტო ფონდი თავიდან ბოლომდე მხარს უჭერს ჩვენს 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმას და მის განვითარებას", - განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.