საქართველოს ეროვნული ბანკი 2009 წლის ანგარიშს აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი 2009 წლის ანგარიშს აქვეყნებს

25 ივნისი, 2010

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა 2009 წლის ანგარიში, რომელიც ეროვნულმა ბანკმა საქართველოს პარლამენტს განსახილველად  წარუდგინა. წლიური ანგარიშის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში უკვე დაწყებულია. საბოლოოდ  ანგარიშს კანონმდებლები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებენ.

2009 წლის წლიურ ანგარიშში განხილულია ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლითაც ხელმძღვანელობდა ქვეყნის ცენტრალური ბანკი საანგარიშო პერიოდში, აგრეთვე, მისი შეფასებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროცესებზე, რომლებიც საანგარიშო წლის განმავლობაში არსებით გავლენას ახდენდა საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობასა და ეროვნული ბანკის მიერ დასახული ამოცანების შესრულებაზე.

2009 წლის ანგარიშის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე, კვლევებისა და გამოცემების რუბრიკაში: 
http://www.nbg.ge/uploads/publications/annualreport/2009/annual_2009_geo.pdf

სხვა სიახლეები