საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხების აუქციონის შედეგები
2010 წლის 2 დეკემბერს, ეროვნული ბანკის 7-დღიან N48, რეფინანსირების სესხების აუქციონზე 103 500 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა სამ კომერციულ ბანკს. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.50%, მაქსიმალური 7.56%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.52%–ით განისაზღვრა.