საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხების აუქციონის შედეგები
2011 წლის 15 დეკემბერს, ეროვნული ბანკის 7-დღიან N50, რეფინანსირების სესხების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა სამ კომერციულ ბანკს. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.03%, მაქსიმალური 7.07%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.04%–ით განისაზღვრა.