კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობა

კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობა

27 მარტი, 2023

2023 წლის თებერვლის ბოლო მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. 2023 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 41.2 მლნ ლარით, ანუ 0.06 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.2 პროცენტით გაიზარდა) და 2023 წლის თებერვლის ბოლოს 67.8 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 9.6 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 14.2 პროცენტია.


წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.

 

სტატისტიკურ გაანგარიშებებში  არ მონაწილეობს სს "პეისერა ბანკი საქართველო" ს მონაცემები, რადგანაც ციფრული ბანკი ოპერირებს სატესტო რეჟიმში.

სხვა სიახლეები