ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტებად არჩილ მესტვირიშვილი და ოთარ ნადარაია დაინიშნენ

ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტებად არჩილ მესტვირიშვილი და ოთარ ნადარაია დაინიშნენ

03 დეკემბერი, 2009

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტებად არჩილ მესტვირიშვილი და ოთარ ნადარაია დაინიშნენ.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა 2009 წლის 1 დეკემბერს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად დაამტკიცა არჩილ მესტვირიშვილის, ოთარ ნადარაიასა და ლაშა ჯუღელის კანდიდატურები.

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის მიხედვით, ვიცე–პრეზიდენტების კანდიდატურებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.   

სხვა სიახლეები