ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტები საქართველოს ეროვნული ბანკის
საცავებში განთავსდა
26 ივნისი, 2007
საქართველოს ეროვნული ბანკისა და მისი რეგიონული ფილიალების საცავებში ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტები განთავსდა.
ერთიანი ეროვნული გამოცდების მაღალორგანიზებულად ჩატარებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი მესამე წელია აკმაყოფილებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თხოვნას ბანკისა და მისი ფილიალების საცავებში საგამოცდო ტესტების განთავსების თაობაზე.
რამდენადაც აღნიშნულ საცავებში მხოლოდ ფულის ნიშნები ინახება, მათში საგამოცდო ტესტების მაქსიმალურად დაცვა გარანტირებულია.
ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტები დიდი ბრიტანეთის კომპანია „სტივენ ოსტინმა“ დაბეჭდა. უსაფრთხოებისა და კონფიდენციალობის უზრუნველსაყოფად, ისინი ჩააწყვეს სპეციალურ პაკეტებში, რომლებიც დალუქულ ყუთებში განათავსეს. გამოცდის დღეს ტესტებს დანიშნულების ადგილზე საქართველოს ეროვნული ბანკის საცავებიდან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის“ თანამშრომლები დაცვის თანხლებით გადაიტანენ.