დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ

დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ

27 ივლისი, 2015

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2015 წლის პირველი ივლისისათვის 12.6 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 148.0 მლნ ლარით ანუ 1.2 პროცენტით ნაკლებია პირველი ივნისისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ივნისში დეპოზიტების მოცულობა 0.6 პროცენტით გაიზარდა). ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 193.0 მლნ ლარით ანუ 2.5 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე - 0.4 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 45.0 მლნ ლარით, ანუ 0.9 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ზრდამ 2.2 პროცენტი შეადგინა).   

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის 34.92 პროცენტი შეადგინა - პირველი ივნისის მდგომარეობასთან შედარებით, 0.78 პროცენტული პუნქტით მეტი (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 0.15 პროცენტული პუნქტით მეტი).

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.2 პროცენტი შეადგენა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 7.7 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 4.5 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 81.4 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 15.6 პროცენტი შეადგინა.

 



წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:
https://www.nbg.gov.ge/index.php?m=304&lng=geo;
https://www.nbg.gov.ge/uploads/depozitarycorporeshenqartulad/assets__liabilities_of_commercial_banks_totalgeo.xls;
https://www.nbg.gov.ge/uploads/depozitarycorporeshenqartulad/money_aggregates_and_monetary_ratiosgeo.xls

სხვა სიახლეები