აკრიფეთ "სებ.გე" საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე შესასვლელად
13 ოქტომბერი, 2016
საქართველოს ეროვნული ბანკის ქართული დომენები უკვე ხელმისაწვდომია. დღეიდან ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა - www.nbg.ge და ფულის მუზეუმის ინტერნეტ გვერდზე - www.moneymuseum.ge შესვლა ვიზიტორებს ქართული დომენების გამოყენებით შეეძლებათ.
ინფორმაციისთვის, სახელებისა და ნომრების ინტერნეტკორპორაციის (ICANN) გადაწყვეტილებით, 2014 წლის 24 ოქტომბრიდან საქართველოს ოფიციალურად მიეცა უფლება, ინტერნეტ მისამართები მხედრული ანბანითა და ".გე" დაბოლოებით დაწეროს. ქართული დომენის გამოყენებით ქართულენოვანი საინტერნეტო მისამართები გაზრდის ქართული ენის გამოყენებას ინტერნეტ სივრცეში და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება საძიებო სისტემების ოპტიმიზაციისათვის.