CBDC & DeFi კონფერენცია ახალი ფინანსური ეკოსისტემის საკვლევი პერსპექტივები

4 მაისი, 2022
09:30
-17:30
სასტუმრო "სტამბა", მერაბ კოსტავას 14, თბილისი

4-5 მაისს, 09:30 საათზე, საქართველოს ეროვნული ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ინიციატივით და მსოფლიო ბანკის ჩართულობით, სასტუმრო "სტამბაში" ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტისა (CBDC) და დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) თემებზე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება.

 

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე.

 

საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას მიღებენ ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი,  USAID საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, პიტერ ვიბლერი, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი, მარკ მაკკორდი, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლენიუსი. ასევე, საერთაშორისო საფინანსო და დონორული ორგანიზაციების, კომერციული ბანკების, ფინტექ კომპანიების, ბიზნეს ასოციაციების და საფინანსო და საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორების წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები.

0