ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომა

18 ოქტომბერი, 2023
12:00
-13:00
ზვიად გამსახურდიას სანაპირო #1, თბილისი 0114

18 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა საზოგადოებას ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებას გააცნობს.

პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, კითხვები დაუსვან ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს.  

ამავე დღეს გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ყოველწლიური გამოცემა - "ფინანსური სტაბილურობის ანგარიში".


პირდაპირი ეთერი ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა და ფეისბუქზე -  fb.com/NationalBankofGeorgia/ 12:00 საათზე დაიწყება.

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი იკრიბება კვარტალში ერთხელ და იღებს გადაწყვეტილებას მაკროპრუდენციული პოლიტიკის შესახებ. 

0