მდგრადი დაფინანსების ფორუმი

2 ნოემბერი, 2022
08:30
-16:00
სასტუმრო “ბილთმორ თბილისი“, რუსთაველის გამზირი 29

საქართველოს ეროვნული ბანკი, მდგრად საბანკო და საფინანსო ქსელთან (SBFN) და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC), შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოსთან SECO-სთან  თანამშრომლობით, 2022 წლის 2-3 ნოემბერს ქალაქ თბილისში მდგრადი დაფინანსების ფორუმსა და SBFN-ის სამუშაო ჯგუფების შეხვედრებს უმასპინძლებს.

 

მდგრადი დაფინანსების ფორუმი არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც წარმოადგენს პლატფორმას, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მდგრადი დაფინანსების საკითხებზე მსჯელობენ და ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ. ღონისძიებაზე განიხილება მიმდინარე გლობალური ტენდეციები და IFC-ის მიერ მხარდაჭერილი SBFN-ის 62 წევრი ქვეყნის ერთობლივი გამოცდილება მდგრადი დაფინანსების მიმართულებით. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ IFC-ის ექსპერტები, SBFN-ის წევრი ქვეყნები, მსოფლიოს სხვადასხვა ცენტრალური ბანკები, ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტები, საერთაშორისო ორგანიზაციები, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები. წელს ფორუმი ჰიბრიდულ (ფიზიკურად და ვირტუალურად) ფორმატში გაიმართება.


მდგრადი დაფინანსების ფორუმის დღის წესრიგი


SF Forum Speakers Profile Book



თარიღი: 2-3 ნოემბერი, 2022
ენა: ინგლისური
ადგილმდებარეობა: სასტუმრო ბილტმორი თბილისი, საქართველო (ფიზიკურად) & ონლაინ (Webex).


Webex პლატფორმას შეგიძლიათ შეუერთდეთ ბრაუზერიდან ან Webex აპლიკაციიდან (რეკომენდებულია). Webex  აპლიკაცია შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ შემდეგი ბმულიდან: https://www.webex.com/downloads.html 




ღონისძიებაზე ფიზიკურად დასწრების რეგისტრაცია დასრულებულია. ონლაინ დასასწრებად გთხოვთ სარეგისტრაციო ფორმა შეავსოთ 2022 წლის 27 ოქტომბრამდე.



სარეგისტრაციო ფორმა

 



 

0