კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა
20-22 ნოემბერს, კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ, საქართველოში III საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში განიხილება - კონკურენციის პოლიტიკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმები და მარეგულირებელი უწყებების მიერ განხორციელებული აქტივობები. სამ დღიანი ღონისძიება კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ეროვნული ბანკის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით იმართება.
საჯარო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების, აკადემიური წრის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნეს სექტორის, დარგის ექსპერტების და კოლეგა უწყებების წარმომადგენელთა კონფერენციაში ჩართულობა კიდევ უფრო გაზრდის სინერგიას მონაწილეთა შორის. სამართლიანი კონკურენციის პრინციპებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვა მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: https://ccc.gov.ge/