ეთიკის კოდექსის პრეზენტაცია
2022 წლის 17 თებერვალს, 11:45 საათზე, სასტუმრო "რუმსში" გაიმართება ფინანსური ორგანიზაციების მიერ კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებული ეთიკის კოდექსის პრეზენტაცია.
დოკუმენტს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე წარადგენს.
კოვიდ რეგულაციებთან დაკავშირებით, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აცრის დამადასტურებელი QR კოდის არქონის შემთხვევაში, ღონისძიებაზე დასწრება დასაშვებია 72 საათით ადრე PCR-ტესტის, ან 24 საათით ადრე სწრაფი ანტიგენის ტესტირების საფუძველზე.