ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ დღეს საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს "ევრობასკეტი 2022" - ის თემაზე შექმნილი საკოლექციო მონეტები გადასცა. ქართულ კალათბურთს წელი 100 წელი უსრულდება. "ევრობასკეტი 2022" - ის მასპინძლობას კი, სპორტის ეს სახეობა ახალ საფეხურზე გადაჰყავს. სწორედ ამიტომ, ეროვნულმა ბანკმა ამ თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა გამოუშვა.
"დღეს საქართველო მსოფლიო სპორტული სამყაროს ყურადღების ცენტრშია, თბილისი "ევრობასკეტი 2022" - ის მასპინძელი ქალაქია და ეს თითოეული ჩვენგანისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა. დიდი წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს კალათბურთელებს!", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.