საქართველოს ეროვნული ბანკი საჯარო კონსულტაციებისა და მსოფლიო ბანკთან სამუშაო შეხვედრების შემდგომ გარემოსდაცვითი და სოციალური ვალდებულებების გეგმის შეთანხმებულ დოკუმენტს აქვეყნებს.
ქვეყნის ფინანსური მდგრადობისა და საჭიროების შემთხვევაში სარეზოლუციო უფლებამოსილებების მიზნებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი, მსოფლიო ბანკთან ერთად, საბანკო რეზოლუციის პროცესის დაფინანსებასთან დაკავშირებულ პროექტზე მუშაობს.
პროექტი მსოფლიო ბანკის მხრიდან სარეზოლუციო ფონდისთვის პოტენციური პირობითი დაფინანსების გამოყოფის შესაძლებლობას გულისხმობს. პროექტის მიზანი სარეზოლუციო ჩარჩოსა და მისი საოპერაციო გარემოს განვითარებაა.
ზემოაღნიშნული სამუშაო პროცესიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ბანკი საჯარო კონსულტაციებისა და მსოფლიო ბანკთან სამუშაო შეხვედრების შემდგომ გარემოსდაცვითი და სოციალური ვალდებულებების გეგმის შეთანხმებულ დოკუმენტს აქვეყნებს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ დაფინანსების პროექტი განხორციელდეს მსოფლიო ბანკის „გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტების“ და ამ გარემოსდაცვითი და სოციალური ვალდებულებების გეგმის შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის ორიგინალი ვერსია შედგენილია ინგლისურად, რომელიც ითარგმნა ქართულ ენაზე.